შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, აქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ევროკავშირის ასეთ გადაწყვეტილებებს, როდესაც საქმე ეხება ქართულ ჯარს, ქართველი ხალხი უფრო და უფრო მეტად აღიქვამს უმადურობად – მაშინ, როდესაც, ქართველი ჯარისკაცები პირველ ხაზზე იბრძოდნენ მათთან ერთად

ბევრი საკითხი არის ს-უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ტყვეობაში, ეს არის კონიუნქტურა და კონტექსტი, ეს კონტექსტი როგორც კი შეიცვლება, შეიცვლება, მათ შორის, დამოკიდებულებებიც, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ,თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონის შეჩერებასთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს, რადგან ქართველი ჯარისკაცები მათთან ერთად იბრძოდნენ ცხელ წერილებში და ახლა ვიღებთ ქედმაღლურ დამოკიდებულებას, ჩვენს ჯართან ერთად ჩაატარონ თუ არა წვრთნები.
“სწრაფი გადაწყვეტილებები არის ცუდი იმიტომ, რომ ზედაპირულად მიიღება და რა თქმა უნდა, ზედაპირულია, როდესაც უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით იღებ ასეთ გადაწყვეტილებას. ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს. რა გამოდის, რისკები შემცირდა რეგიონში – საქართველოს რისკები, ტერორიზმის, თუ მიატოვეს რისკების წინაშე ქართველი ხალხი?! ამის თქმა უნდა ვინმეს ჩვენთვის?! ქართული ჯარი, გვერდში ედგა ჩვენს პარტნიორებს ყველა ცხელ წერტილში. ჩვენ – საქართველომ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში. ჩაშლილი იყო, რომ არასაქართველო. რა თქმა უნდა, ევროკავშირისგან რომ ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, არ მიკვირს, როდესაც შეხვედრები მაქვს მოქალაქეებთან და ისინი საუბრობენ, რომ ეს უმადურობაა. სამწუხაროა, რომ აქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ევროკავშირის ასეთ გადაწყვეტილებებს, როდესაც საქმე ეხება ქართულ ჯარს და უსაფრთხოებას, ქართველი ხალხი უფრო და უფრო მეტად აღიქვამს უმადურობად. ჩვენ გვერდში ვედექით მათ ცენტრალური აფრიკის რეგიონში, მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა იმალებოდა შტაბებში, ქართველი ჯარისკაცები პირველ ხაზზე იბრძოდნენ. ახლა ვიღებთ ქედმაღლურ დამოკიდებულებას, ჩვენს ჯართან ერთად ჩაატარონ თუ არა წვრთნები. არასერიოზული და ზედაპირულია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ზედაპირულობა პოზიტიური იმ მხრივ არის, რომ როგორც ასე ზედაპირულად და სწრაფად მიიღეს ნეგატიური გადაწყვეტილებები კონტექსტის გამო, კონტექსტის შეცვლასთან ერთად იქნება, ასევე პოზიტიური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“- ის ეთერში.