პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორ გერტ იან კოპმანს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა კომპანს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მხარეებმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელება განიხილეს. კოპმანმა ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.
მხარეებმა ასევე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილეს,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.