შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ერთადერთი, რასაც მისგან დიდი ხანია მოველი, არის, დაადასტუროს, რომ კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ აღარ დაარღვევს

“პარლამენტის რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის [პრეზიდენტის] მიმართვა, შესაბამისად, 6-ში იქნება ეს მიმართვა. რა თქმა უნდა, ამ დროს მთავრობა ჯერ ვერ იქნება დამტკიცებული. შესაბამისად, ისეთივე პროცედურით იქნება, როგორც სხვა დროს არის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ წარიმართება პროცესი – სინამდვილეში, პრეზიდენტს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს.
“პრობლემა იმაში ხომ არ არის, სცენა როგორი იქნება და როგორ წარიმართება ეს პროცესი? პრობლემაა, რომ, სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილს სათქმელი არაფერი აქვს საქართველოს პარლამენტისთვის. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, როგორც ჩანს, ის უარს ამბობს. ერთადერთი, რასაც დიდი ხანია მისგან მოველი, არის ის, რომ დაადასტუროს, მან დაარღვია კონსტიტუცია და დადოს პირობა, აღარ დაარღვევს კონსტიტუციას.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა