შალვა პაპუაშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე – ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და სხვასაც ხელს შეუშლიან, არიან შიდა ტერორისტები – ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა, მისასალმებელია

ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ [არჩევნებში მონაწილეობას] და სხვასაც ხელს შეუშლიან, არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომლებსაც სურთ, რომ მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება. ასე რომ, საქმე გვაქვს ექსტრემისტებთან და რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა, მისასალმებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებას, რომ „ყველა ვინც არ მივა თვითმმართველობის არჩევნებზე, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე სამადაშვილი არის იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ „ც უნდა იყოს და შემდეგ დამხობაც უნდა იყოსო და ზოგადად, სხვადასხვა კალათაში რომ უნდათ კვერცხები ჩაალაგონ“.
„დემოკრატია გულისხმობს არჩევნებს, არჩევნებში მონაწილეობას და ხელისუფლებაში მოსვლის, შეცვლის ერთადერთი გზა გახლავთ არჩევნები. ის, ვინც უარს ამბობს არჩევნებზე, დეფინიციითვე არის ექსტრემისტი და რადიკალი. თავისთავად ამ განცხადების მომენტშივე, როდესაც უარს ამბობენ არჩევნებზე, მათ შორის არიან რადიკალები და ექსტრემისტები. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ და სხვასაც ხელს შეუშლიან, ისინი არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომლებსაც სურთ რომ მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება. ასე რომ, კიდევ ერთხელ, საქმე გვაქვს ექსტრემისტებთან და რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა მისასალმებელია. თუმცა, შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თანაშემოქმედი, გახლავთ იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოს და შემდეგ დამხობაც უნდა იყოსო და ზოგადად, სხვადასხვა კალათაში რომ უნდათ კვერცხები ჩაალაგონ, როგორც ჩანს, ეს ქალბატონი სალომეს პრობლემაა, ვერ გარკვეულა და რაღაცნაირად უნდა, რომ იტივტივოს, იქაც იყოს, არჩევნებშიც იყოს და დამხობაშიც იყოს, ანუ მათ სიტყვებს, ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი და ყველა იმ უცხოელს, რომელიც თავს ესხმის დღეს საქართველოს, კიდევ ერთხელ დაანახოს, სად დგას საქართველო, რომ საქართველო არ არის ის ორკების ჯგუფი, რომელიც ღამ-ღამობით გამწვავებით დაიარება ქუჩაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.