შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ – ის ამას თავისით არ აკეთებს, უნდა ამოვიკითხოთ გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ

სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ს თქმით, ამ განცხადებების უკან იმ უცხოური ჯგუფების გეგმა არსებობს, რომლებიც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ.
„სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ. შეგახსენებთ, შარშან, 26 ოქტომბრის ს შემდეგ, მან ყველაზე ამორალური ტყუილები გაავრცელა ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით. იგონებდა, თითქოს იყო პირადობის მოწმობების ორჯერ გამოყენება, რაც დადასტურდა, რომ ტყუილი იყო. იგონებდა, რომ თითქოს იყო 300 ათასი ზეციური საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც არსაიდან გაჩნდა არჩევნებზე, რაც დადასტურდა, რომ ტყუილი იყო. იძახდა,რომ რომ იყო ს მხრიდან მასიური შეტევა არჩევნებზე, რაც დადასტურდა, რომ ტყუილი იყო. ამ ადამიანს ყველაზე საძაგელ ტყუილებს ათქმევინებენ ხოლმე. ათქმევინებენ იმისთვის, რომ შემდეგ საერთაშორისო უცხო პლატფორმებზე გაიმეოროს ეს, როგორც ეს ამ შემთხვევაში, ში გააკეთა. მართლაც საძაგელი ტყუილი თქვა საქართველოსთან დაკავშირებით. აქ ერთი რამ უნდა ამოვიკითხოთ, ის ამას თავისით არ აკეთებს. უნდა ამოვიკითხოთ იმ უცხოური ჯგუფების გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ უცხოეთში ითქვა ეს ყველაფერი.
„დავაკვირდეთ, როგორც კი დავინახავთ უცხოელებს, რომლებიც ამ საძაგელ ტყუილს გაიმეორებენ, ყველა მივხვდებით, რომ ეს არის კოორდინირებული, ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, 4 ოქტომბერს მომხდარ ძალადობას არავინ გმობს.
ს მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელების გეგმა, რაც ახლა არის. ამიტომ არის სიჩუმე. რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს? რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი? როცა შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, ჰკითხეთ“,-მიმართა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.