შალვა პაპუაშვილი – დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია – ზურაბიშვილი არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებული, ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“

სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს უმზადებდა „მერე რა“ სცენარს, „მერე რა დაიხოცება ხალხი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“.
„სალომე ზურაბიშვილი არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებული ადამიანი. ფულს იღებს „მაკკეინის ინსტიტუტისგან”. „მაკკეინის ინსტიტუტი“ არის ომის აქტივისტების ინსტიტუტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია და რომელიც საქართველოს უმზადებდა „მერე რა“ სცენარს. „მერე რა დაიხოცება ხალხი“, „დაიხოცებიან ბავშვები, ქალები, ჯარისკაცები“, „მერე რა მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით იქნება სამყაროო“. როგორ უდგანან გვერდში კარგად ხედავს ხოლმე, სამწუხაროდ, ის ერი, რომელიც ასეთი ომის აქტივისტების იმედად არის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…