შალვა პაპუაშვილი – არის ოპოზიციის ლიდერი – რაც ოპოზიციაა, ის ლიდერი – „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი – რაც ოპოზიციაა, ის ლიდერი. „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „რასაც ხედავთ სალომე ზურაბიშვილში, ესაა ზუსტად ოპოზიციის სარკე“.
„თქვენ მკითხეთ, რატომ არ არის ოპოზიციის ლიდერი. როგორ არ არის?! სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი. რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. ასეთი ოპოზიციაა. რასაც ხედავთ სალომე ზურაბიშვილში, ესაა ზუსტად ოპოზიციის სარკე. ნათქვამია, „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“ – რაც ოპოზიციაა, ის ლიდერი. სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციაში არის ის, რომ საზოგადოებას დაანახოს, რა არის ოპოზიცია. მისი სახით ჩვენ გვაქვს ოპოზიციის სარკე ყველაფერში, როგორც მისი რიტორიკით, ისე მისი ქვეყნის მიმართ მტრობით და ტყუილებით,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას