შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი არის დაქირავებული ლობისტი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ, რომელიც საქართველოში რევოლუციას გეგმავდა – კაია კალასის მიმართ ზურაბიშვილის წერილი სინამდვილეში მაკკეინის ინსტიტუტის წერილია

სალომე ზურაბიშვილი არის დაქირავებული ლობისტი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ, რომელიც საქართველოში რევოლუციას გეგმავდა – მისი წერილი სინამდვილეში არის მაკკეინის ინსტიტუტის წერილი კაია კალასის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და კაია კალასის მიმართ ს ღია წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ატარებს მაკკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც არის ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკა.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დაქირავებულია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ. იმ ინსტიტუტის მიერ, რომელიც პირდაპირ რევოლუციას გეგმავდა საქართველოში. მისი წერილი სინამდვილეში არის მაკკეინის ინსტიტუტის წერილი კაია კალასის მიმართ, ამიტომ ამას ჩვენ ყურადღებას ნუ მივაქცევთ. როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ღიად არის დაქირავებული უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც აქვს გაცხადებული მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რასაც ემსახურება. ადამიანი არის დაქირავებული ლობისტი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ და ატარებს მაკკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც არის ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს ღია წერილით მიმართავს.
წერილში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „საქართველოში დღეს არსებული ვითარება არ არის მხოლოდ გაყალბებული თ გამოწვეული შიდაპოლიტიკური კრიზისი, ევროპა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, გამოწვევის, რომელიც მის დემოკრატიულ ხედვას ეწინააღმდეგება და აზიანებს მას“.
მისი თქმით, ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა და თუ ევროკავშირი ვერ მოახდენს რეაგირებას მკაფიოდ, ერთიანად და კონკრეტული შედეგებით, იგი არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის სახიფათო პრეცედენტს, როცა ევროპის მეზობლად დემოკრატიის უკუსვლასა და ს ჩარევას არავინ დაუპირისპირდება“.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეაფასონ საქართველოში არსებული მდგომარეობა, მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს და იმოქმედონ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით.
მე-5 პრეზიდენტი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა და ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის სანდოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვის ხიდზეა.