შალვა პაპუაშვილი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ კითხვაზე – რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ – ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა

რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ. ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლების სურვილი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს.
პაპუაშვილის თქმით, ს ფედერაციისთვის ქართული ხელისუფლების წინაპირობა ცნობილია.
„ჩვენ ვთქვით, რა არის საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება ს ფედერაციის მხრიდან აღიარებული, ნორმალიზების გზა ეს არის. რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის, ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობა რა არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ, ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან