შალვა პაპუაშვილი – როცა ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს უწევს თქმა, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე

კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი – როდესაც ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი.
„როდესაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, ალბათ, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე. სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, რომლის გაუქმებასაც ოპოზიცია უცხოელების კარნახით ითხოვს“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილიაუნის რექტორი – “ქართულმა ოცნებამ” დღეს ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტს მთელი სხეული, პროგრამების 92% ჩამოაჭრა – პროფესორების გაფართოებულ ჯგუფს შეხვდნენ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები