შალვა პაპუაშვილი – როცა ქართველი ხალხი მათ მოწოდებებზე არ გამოდის და გვერდში არ უდგება, მიდიან უცხოელებთან – ასეთი პარტიები გვყავს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად, ამიტომ უთხრა ხალხმა მათ უარი

როცა ქართველი ხალხი მათ მოწოდებებზე არ გამოდის და გვერდში არ უდგება, მიდიან უცხოელებთან. ასეთი პარტიები გვყავს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად, ასე იყვნენ სულ, ასე არიან და ამიტომ უთხრა ქართველმა ხალხმა მათ უარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი ლიდერების ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები არა ქართველი ხალხის, არამედ უცხო ქვეყნის ლეგიტიმაციას ელიან და სწორედ ამიტომ არ ჩაატარეს წინასაარჩევნო კამპანია.
„ამ პარტიებს, რომლებიც დადიან ოფის-ოფის უცხოელებთან ქართველი ხალხის იმედი არ აქვთ. ამიტომ იყო, რომ მათ კამპანია არც კი ჩაატარეს, სადმე გინახავთ? რეგიონში დადიოდნენ, ხვდებოდნენ ვინმეს სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა, უბან -უბან დადიოდნენ და ქართველ ხალხს ხვდებოდნენ თუ დადიოდნენ ერთი საელჩოდან მეორე საელჩოში, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, რომ ელაპარაკათ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან, იმიტომ, რომ მათგან ელიან ისინი ლეგიტიმაციას და არა ქართველი ხალხისგან. როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია მისცეს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ყველაფერს ქართულს უარყოფს, რომელიც ისტორიას ხაზავს, რომელიც ეკლესიას ებრძვის, რომლისთვისაც ქართული ინტერესი საერთოდ არაფერი არ არის, დღესვე პირდაპირ სხვა ქვეყნის ინტერესზე ისე გაცვლიან, როგორც არაფერი, როგორც ეს გააკეთეს 2022 წლის მარტში, როდესაც გამოცვივდნენ ქუჩაში და ითხოვდნენ, რომ ქართველები გაგვეგზავნა ში საომრად, იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სთხოვა და მათთვის უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე ქართველი ერის ინტერესს, საქართველოს ინტერესს და ქართველების სიცოცხლეს, რაც მთავარია და პირდაპირ უნდოდათ, რომ თვითმფრინავებით გაეგზავნათ ქართველები ომში საომრად უკრაინაში, იმიტომ, რომ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა. მათთვის საქართველო არ არის ფასეულობა, მათთვის არ არის ქართლი დროშა, ქართული ჰიმნი, ვხედავთ რა დროშებს აფრიალებენ, ვხედავთ რა ჰიმნებს მღერიან და ვის კაბინეტებსა და ოფისებში დადიან ეს ადამიანები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.