შალვა პაპუაშვილი – როცა „ნათელაშვილის ფანჩატური“ ინაცვლებს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ეს არის საბოლოოდ ძირის გამოთხრა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის

როცა „ნათელაშვილის ფანჩატური“ ინაცვლებს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ეს არის უკვე საბოლოოდ ძირის გამოთხრა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის – ქალბატონი „სალომეს ფანჩატური“, რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნება, თუმცა ეს გვაჩვენებს ერთ რამეს – ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სინამდვილეში მზადება არის არა სთვის, არამედ არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართულ კონსულტაციებს, რომელიც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას ეხება.
პაპუაშვილი თქმით, ს კონსტიტუციას კიდევ ერთხელ არღვევს.
„კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევაა, რაც ახლა ხდება ქალბატონი სალომეს მხრიდან, როდესაც ის პირდაპირ ერევა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში და იმ შედეგებით, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს, ასეც უნდა მომხდარიყო. როდესაც პრეზიდენტის რეზიდენცია იქცევა ფანჩატურად, როგორც ადრე შალვა ნათელაშვილს ჰქონდა მოწყობილი, როდესაც „ნათელაშვილის ფანჩატური“ ინაცვლებს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ეს არის უკვე საბოლოოდ ძირის გამოთხრა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. ეს საბოლოო ჯამში, აჩვენებს, თუ რამდენად ამცირებს ქალბატონი სალომე იმ კონსტიტუციას, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის მიღებული, ამიტომ რაიმე შედეგებზე საუბარი ზედმეტია. ქალბატონი „სალომეს ფანჩატური“, რა თქმა უნდა, წარმატებული ვერ იქნება, თუმცა ეს, მეორეს მხრივ, გვაჩვენებს ერთ რამეს – კიდევ ერთი დასტურია, რომ სინამდვილეში მზადება არის არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის.
ტერმინები, რომელსაც ჩვენ ყურს აჩვევენ – „დროებითი მთავრობა“, „ტექნიკური მთავრობა“, ის ტერმინებია, რომელიც 2022 წლის ივლისში NGO-ების რევოლუცია რომ ეწყობოდა, მაშინ ახსენეს. მაშინ ახსენეს, რომ უნდა ყოფილიყო დროებითი მთავრობა, რომელშიც იქნებოდნენ არა პოლიტიკოსები, არამედ არ ვიცი, ვიღაც ტექნოკრატები და რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებს დაკომპლექტების დროს ვეტოს უფლება ექნებოდათ. ზუსტად ის სცენარი, ახლა სიტყვა-სიტყვით გადმოღებულია ამ ომის ქარტიაში, რომელსაც ფაქტობრივად, ქალბატონი სალომე და ხელმომწერი პარტიები საქართველოს აცხადებენ „ბანანის რესპუბლიკად“, რომლითაც ქართველ ხალხს არ აქვს იმის თავი, ცოდნა და უნარი, რომ აირჩიოს მისი ხელისუფლება, რომ ეს უნდა იყოს სამხედრო საბჭოს მსგავსი რაღაც დროებითი ხელისუფლება, რომელიც დროებით ამოცანებს შეასრულებს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ