როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც ის აღნიშნავს, მათი სათქმელიც ეს არის.
„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში.
ჩვენი სათქმელიც ეს არის!”- წერს პაპუაშვილი.
აღნიშნული სტატუსით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
კერძოდ, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აშშ-ის მიერ კარიბის ზღვის აუზში ნავებზე დარტყმების კანონიერების საკითხი მასთან არავის განუხილავს.
„ვფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. ასევე, ისინი ნამდვილად ვერ განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა თავისი ეროვნული უსაფრთხოება. აშშ-ს ჩვენს ნახევარსფეროში თავს ორგანიზებული კრიმინალური ნარკოტერორისტები ესხმიან და პრეზიდენტი ამას ჩვენი ქვეყნის დაცვის მიზნით პასუხობს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.




