– როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან? იგივე კითხვა მიემართება ALDE-ს – ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია?

ახლა არის მარტივი კითხვა – როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ს საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, იგივე კითხვა მიემართება ALDE-სთან, „ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია“.
„ახლა არის მარტივი კითხვა – როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან? იგივე კითხვა მიემართება ALDE-ს – ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია?“- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.