შალვა პაპუაშვილი – როდესაც არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის საერთაშორისო სამართალი – აქ არავისგან არაფერი დასამადლებელი და დასაშანტაჟებელი არ გვაქვს

როდესაც ჩვენ არაღიარებაზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის საერთაშორისო სამართალი! – აქ არავისგან არაფერი არც დასამადლებელი და არც დასაშანტაჟებელი არ გვაქვს , – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამ კონტექსტში პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის ს მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასმულ კითხვას გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს სთხოვა, ეპასუხა შემდეგ კითხვაზე: “ქართული ოცნების“ ქმედებებით ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.
პაპუაშვილის აზრით, დაუშვილის განცხადება გამაოგნებელია “არა იმდენად, რომ ეს ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, არამედ გამაოგნებელია იმ მხრივ, რომ ოპოზიცია რაღაცეებს თავისით არ ლაპარაკობს და მესიჯებს სხვადასხვა ჯგუფები აჟღერებინებენ“.
“თურმე რაღაცაზეა დამოკიდებული, რომ ქვეყნებმა საერთაშორისო სამართალს პატივი სცეს. სხვა რამეზე კი არ მიდის დავა, როდესაც რუსეთს აქვს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის სწორედ ის გამოწვევა, რომელიც აქვს წესებზე დაფუძნებულ სართაშორისო წესრიგს და საერთაშორისო სამართალს. ისე გამოდის, რომ მიხეილ დაუშვილის პირით უპირატესობა და პრიმატი სართაშორისო სამართალს კი არ აქვს და ვიღაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იმიტომ კი არ უჭერს მხარს, რომ ეს არის სართაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, არამედ შეიძლება იმიტომ უჭერდეს ან არ უჭერდეს რამდენად ეკომფორტულება მას ესა თუ ის მთავრობა და ამა თუ იმ მთავრობის პოლიტიკა.
ეს ძალიან სახიფათო განცხადება იყო და ამ მხრივ ძალიან საგანგაშო. მადლობა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სწორი რეაგირება იყო – დრიოულად მიუთითეს, რომ ამგვარი თემით ამგვარი სპეკულირება არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.