შალვა პაპუაშვილი – რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია პირდაპირ – ვისურვებდი, შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან – მოვუწოდებ, ტონს დაუწიოს

არ ვიცი, რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია პირდაპირ. ერთადერთი, ვისურვებდი, რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან – ასეთი აწეული ტონით საუბარს ქართველ ჟურნალისტებთან, არ კადრულობს არავინ, მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა, მიუხედავად ყველაფრისა. ევროკავშირის ელჩი კადრულობს, რომ ასეთი ტონით ესაუბროს ქართველ ჟურნალისტს, ეს არის მიუღებელი და მოვუწოდებ, რომ ტონს დაუწიოს!- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ კითხვას იმის თაობაზე, რომ გუშინ სცადეს, ევროკავშირის ელჩ სთვის კითხვები დაესვათ, თუმცა „მან კითხვები დაიწუნა და სამაგიეროდ თქვა, რომ აქტივისტებთან თანამშრომლობით ამაყობს“.
მანამდე პაპუაშვილმა ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე და აღნიშნა, რომ თუკი ძალადობის ერთი ფაქტი მაინც იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას, მისი პრესსპიკერის განცხადებიდან გამომდინარე.
პაპუაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას 20 ივნისს დაშავებულ მოქალაქეებზეც და განაცხადა, რომ ამ საკითხზე კითხვები გიორგი გახარიასთან უნდა დაისვას.
„გახარიას ჰკითხეთ ამაზე. მინდა, მაყურებელმაც გაიგოს: თუკი 4 ოქტომბერს იქნება ძალადობის ერთი ფაქტიც, ერთი ნასროლი ქვაც, ერთი შეურაცხყოფა და თავდასხმა პოლიციელზე, თავდასხმა მოქალაქეებზე, სხვადასხვა საკუთრებაზე რუსთაველის გამზირზე თუ სახელმწიფო სხვა შენობაზე, ერთი ფაქტიც თუ იქნება, გუშინდელი განცხადების შემდეგ გაზიარებული აქვს ევროკომისიას.
ყველა, ვინც სოლიდარობას უცხადებს მოძალადეებს, არის ძალადობის თანამონაწილე. გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის პრესსპიკერისგან, რომ ის სოლიდარობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის შეკრებას. ასე რომ მოხდება ერთი ფაქტიც, ერთი იქნება, ათი თუ შვიდი, გუშინდელი განცხადების შემდეგ ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას, შესაბამისად, მის წარმომადგენელს ევროკავშირის ელჩს. ასე რომ ახლა, თვითონ იზრუნონ, რომ იქნებ, გამოვიდნენ და გაემიჯნონ ამას“- განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება იმას, აწვდის თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკომისიას საპირისპირო ინფორმაციას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, რომ ქვას ვერ დაინახავს“.
„როცა არ უნდათ, როცა სხვა გეგმები და განზრახვებია, ასე ჩნდება. როდესაც ევროკავშირის დროშის ფონზე ჩვენ ვისმენთ განცხადებას, რომ ის სოლიდარულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, 4 ოქტომბერს, ს დღეს და კენჭისყრის მიმდინარეობისას, პირდაპირ მიმართულს ს ჩაშლისა და ძალადობისკენ, ამას უცხადებს სოლიდარობას, ეს არის კატასტროფა. კიდევ ერთხელ- მოხდება ძალადობის ერთი ფაქტიც ამაზე პასუხისმგებლობას, გუშინდელი განცხადების შემდეგ, იზიარებს ევროკომისია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.