შალვა პაპუაშვილი: …რაც შეეხება შოვის ტრაგედიისას დაზარალებულების სტატუსს, პროკურატურის საკითხია

ეს არის საკითხი, რაზეც წლებია მიდის მუშაობა, იმ ადგილების შერჩევა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემები იყოს, მიდის დამონტაჟებაც, ახლახან, თუ არ ვცდები, ასეთი სისტემები სვანეთში თუ ლეჩხუმში დამონტაჟდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება ს ტრაგედიისას დაზარალებულებისთვის სტატუსის მინიჭებას, როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ეს საკითხი პროკურატურას ეხება.
„როცა გარემოს დაცვის მინისტრი [პარლამენტში] „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფებოდა, ამ საკითხებზე საუბარი იყო, თუ რას აკეთებს სახელმწიფო სხვადასხვა წინასწარი შეტყობინების სისტემების, როგორც კონცეფციის განვითარებაზე, ასევე მის განხორციელებაზე. ეს არის საკითხი, რაზეც წლებია მიდის მუშაობა, იმ ადგილების შერჩევა, სადაც მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემები იყოს, მიდის დამონტაჟებაც, ახლახან, თუ არ ვცდები, ასეთი სისტემები სვანეთში თუ ლეჩხუმში დამონტაჟდა, ასევე სხვადასხვა სახის სპეციალური რადარები, რომელიც სხვადასხვა ასეთ მოვლენებზე ინფორმაციას იძლევა. სახელმწიფო ზუსტადაც, რომ ამას აკეთებს. რაც შეეხება დაზარალებულების სტატუსს, სამართლებრივი საკითხია, ამიტომ ამას ვერ ვუპასუხებ, პროკურატურის საკითხია, თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ კომპენსაციები გაიცა დაზარალებულების მიმართ, ეს რაც შეეხება არა სისხლისსამართლებრივ ნაწილს, არამედ სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულებზე ზრუნვას. რაც შეეხება თვითონ სისხლის სამართლებრივ საქმეს, გამოძიების პროცესში დაზარალებულის იურიდიულ სტატუსს, ამასთან დაკავშირებით პროკურატურას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს