შალვა პაპუაშვილი – რაც სამშობლოს ღალატია, უნდა ერქვას „სამშობლოს ღალატი“ და სხვადასხვა მუხლის სხვადასხვა ტერმინოლოგიაში არ იყოს გაბნეული

მნიშვნელოვანია, რომ იმას, რაც სამშობლოს ღალატია, ამას სამშობლოს ღალატი ერქვას და სხვადასხვა მუხლის სხვადასხვა ტერმინოლოგიაში არ იყოს გაბნეული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „სამშობლოს ღალატის“ მუხლთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ცვლილების მთელი არსი ზუსტად ეს არის, რომ დანაშაულებს, რომელიც თავისი შინაარსით სამშობლოს ღალატს გულისხმობს, სამშობლოს ღალატი ერქვას
„არის ძველი რომაული გამონათქვამი „სახელწოდება ბევრ რამეს განაპირობებს“. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ იმას, რაც სამშობლოს ღალატია, სამშობლოს ღალატი ერქვას და სხვადასხვა მუხლის სხვადასხვა ტერმინოლოგიაში არ იყოს გაბნეული. ამ ცვლილების მთელი არსი ზუსტად ეს არის, რომ დანაშაულებს, რომელიც თავისი შინაარსით სამშობლოს ღალატს გულისხმობს, სამშობლოს ღალატი ერქვას. ასე იყო, მაგრამ შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცვალა ეს მდგომარეობა, რადგან მათ არ უნდოდათ, რომ საბოლოოდ, მათი ამგვარი შეფასება მომხდარიყო. ის, რაც სამშობლოს ღალატია, ამას უნდა ერქვას „სამშობლოს ღალატი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”