შალვა პაპუაშვილი – რაც არ უნდა ჭირი მალონ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს – ამ ჭირს ხედავს საქართველოს მოქალაქეები, რომ გახარიას პარტია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი, რომლის ამოცანაა, დააბნიოს ამომრჩევლები

რადიკალური ოპოზიციიდან, ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან ორმა განაცხადა, რომ მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, ორმა განაცხადა, რომ არ იღებენ მონაწილეობას. აქაც ხედავთ, რომ მათ შორის აზრი გაყოფილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი და მათთან ორკესტრირებულად მომუშავე ჯგუფი.
„კოალიციებს რაც შეეხება, რაც არ უნდა ჭირი მალონ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს. ამ ჭირს ხედავს საქართველოს მოქალაქეები, რომ გახარიას პარტია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი და მათთან ორკესტრირებულად მომუშავე ჯგუფი, რომლის მიზანი, ამოცანაა, დააბნიოს ამომრჩევლები. სად არის დღეს გახარია – უცხოეთში, ვისგან იღებს მითითებებს – უცხოეთიდან. ზუსტად ეს არის „ნაცობა“ თავისი არსით. „ნაცობისთვის“ აუცილებელი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, „ნაცობა“ გულისხმობს, იყო მარიონეტი უცხო ძალის. ამ მხრივ, კიდევ ერთი მხილებაა, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ოჯახი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა