შალვა პაპუაშვილი რაქვიაშვილს – ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხელისუფლებას ეძახი პრორუსს? რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ?! ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ!

ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს? რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ?! ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ , თუკი მართლა მაგის გჯერათ! – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „გირჩის“ წევრის, ს კომენტარს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ოპოზიციის კრიტიკას და შემდეგ თანამშრომლობის მოწოდებას ეხებოდა.
პაპუაშვილის თქმით, თუ ოპოზიციას გულწრფელად არ სჯერა ხელისუფლების პრორუსულობის, მაშინ რატომ თამაშობს ადამიანების ნერვებზე, მათში ხელისუფლების ე.წ. პრორუსულობასთან დაკავშირებით ზიზღის გაღვივებით.
„ჩვენს კოლეგებს რომ თავი მოაქვთ -რუსეთის და პრორუსულობის ძახილით, უკვე კომიკურად რომ იქციეს თავი – როგორ ფიქრობთ, ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს? რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ, ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ! ე.ი. არ გჯერათ, რახან ასეთი ცივილური ურთიერთობა გვაქვს, ხომ? და თუ არ გჯერათ ამ ზღაპრის, პრორუსულობასთან დაკავშირებით, მაშინ რა დავარქვათ ადამიანების ნერვებზე თამაშს, როდესაც ყოველდღიურად ადამიანებში ზიზღს აღვივებთ ხელისუფლების მიმართ მისი ე.წ. პრორუსულობის გამო?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის იუმორი დასაფასებელია, რომელმაც საკუთარი სიტყვის დიდი ნაწილი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო და შემდეგ თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ბატონო შალვა, უნდა დავაფასო თქვენი იუმორი. მთელი გამოსვლა ოპოზიციას ლანძღავდით და ბოლოს მოუწოდეთ, ერთად ვიმუშაოთო. ასე მე მგონი, საქმე არ კეთდება, თუ ლანძღავთ ნახევარი საათი ოპოზიციას, მერე ერთად მუშაობა რაღაცნაირად რთულად წარმოსადგენია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე – კონკრეტულად ამ ინიციატივას არ ვიცნობ, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რეჟიმის ჩამონგრევას მოემსახურება, ჩვენი მხრიდან განხილული იქნება