შალვა პაპუაშვილი – რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია. ვერ ვხედავთ მას, ვინც ამ თოჯინებს სინამდვილეში მართავს, ის ხელი საქართველოში არ არის – მათი მიზანი ეროვნული ინტერესების დაზიანება

საერთო ჯამში, რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია. ვერ ვხედავთ მას, ვინც ამ თოჯინებს სინამდვილეში მართავს, ყველა დანარჩენი თოჯინაა, რომელიც სხვა ხელით იმართება და ის ხელი საქართველოში არ არის,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება მკაფიო არჩევანი საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის.
„საერთო ჯამში, რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია. ვერ ვხედავთ მას, ვინც ამ თოჯინებს სინამდვილეში მართავს, ყველა დანარჩენი თოჯინაა, რომელიც სხვა ხელით იმართება და ის ხელი საქართველოში არ არის. ეს ნაწილობრივ იმართება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც საქართველოშია, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ასევე იმართება ქვეყნის გარედან. ჩვენ კითხვები უნდა დავუსვათ არა მარიონეტებს, რომლებიც ახლა ეკრანებზე ჩანან, არამედ პირველი, რაც უნდა ვიკითხოთ არის ის, თუ ვისია ის ხელი, რომელიც ამ მარიონეტებს მართავს.
მათი მიზანი, ვინც მარიონეტებს მართავს, ერთადერთია, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება, რასაც ჩვენ ბოლო წელიწად-ნახევარია ვხედავთ. ეს იგივე ხალხია, ვისაც სურდა საქართველო ომში ჩაეთრია, ეს ის ხალხია, ვისაც სურდა საქართველო გადაეგდო ეკონომიკურ კოლაფსში. ასე რომ, ეს მცდელობები ამ ყველაფრის ნაწილია.
კარგი პროცესია, იმ მხრივ, რომ 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება მკაფიო არჩევანი საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის. მართალია, ახლა ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ, თითქოს დაშლილები არიან, სინამდვილეში ცდილობენ, გაიშალონ და არა დაიშალონ. მათი მიდგომაა, რომ დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები არიან.
2024 წლის არჩევნებზე ორი ძალა იქნება, ეს არის პატრიოტული ძალა „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროპულ ოჯახში და ეს არის ანტიქართული და ანტიევროპული კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების მონაწილეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)