შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს – მნიშვნელოვანია, ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.
„რაც შეეხება პრეზიდენტს არჩევას – პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ
უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. კონსტიტუცია რომ გაინტერესებთ ხოლმე. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანია, რომ და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.