შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე – მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა – კიდევ ერთხელ აანონსებს კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას

ქალბატონი სალომე კიდევ ერთხელ აანონსებს კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტ ს განცხადებას, რომლის თქმით, ევროპული პლატფორმის შექმნაზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს და მას მოსახლეობას წარუდგენს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს „საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა“.
„ჩვეულებრივად გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოსგან. მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა. მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტური, ახლა ის კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ამაზე კომენტარი ზედმეტია. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის სახელმწიფოს ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას და მის მოწონებას საზოგადოებაში, არ ვიცი ოპოზიციასაც რამდენად ენდომება მასთან ერთად ყოფნა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ს, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
„მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, “უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის მობილიზაციაა, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.“

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია