შალვა პაპუაშვილი – პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ არის იმის რისკი, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს

პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ არის იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის, სემინარების სახით.
ს წინ ვხედავდით, თუ როგორი ჩარევა ხდებოდა გარედან ჩვენს არჩევნებსა და ჩვენს დემოკრატიაში, ხალხის მიერ ნების ფორმირებაში. სამწუხაროდ, ჩვეულ საქმედ იქცა, რომ ქვეყნის გარედან პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიის დაფინანსება ხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი მოწესრიგება სჭირდება. ეს საკანონმდებლო პაკეტი ორ საკითხს ეხება. პარტიების დაფინანსებას ეხება. რა თქმა უნდა, უცხოური დაფინანსება აკრძალულია, მაგრამ ერთი სფერო იყო დარჩენილი, რომ უცხო ქვეყანას, ანუ, დონორს შეეძლო, პარტიისთვის უსასყიდლო სემინარებისთვის თუ პარტიული განვითარების პროგრამებისთვის თანხა გაეღო. ვნახეთ, რომ სქემები იყო, რითაც პარტიების დაფინანსება ხდებოდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი პარტია „დროა”-ს ევროკავშირის ბიუჯეტიდან შემოვლითი სქემებით აფინანსებდა. ასევე ბევრი პოლიტიკოსია, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ სხვადასხვა ფონდებიდან თანხებს იღებდა.
რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს. ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომელთაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვთ. ამიტომ, მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის ასეთი სემინარების თუ სხვადასხვა ღონისძიებების სახით,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა