შალვა პაპუაშვილი – პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, კითხვები მაქვს USAID-ის მიმართ, რომელიც მას აფინანსებს – წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაექცევა

პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას – USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად ს ჩაშლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებს, რათა სპეკულაციებისთვის ნიადაგი შექმნას.
„მე პირადად არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID-ის მიმართ, რომელიც აფინანსებს მას. 2020 წელს, ISFED-ის არაპროფესიონალიზმს, თუ მათ უცოდინარობას დაჰბრალდა ეს თითქოს, მაგრამ ჩვენ გავიგეთ, რომ USAID-მა ყველაფერი იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას მალავდა. საინტერესოა, ახლა რას აკეთებს USAID-ის ახლანდელი ხელმძღვანელობა, ისინიც რა დონით არიან საქმის კურსში? რატომ არ აქვეყნებს ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს?
USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად ს ჩაშლას. ასე რომ, წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაქცევა, რომ საჯაროდ გასცეს პასუხი იმას, თუ რასთან გვაქვს საქმე. რატომ მალავს ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს? და რატომ ავრცელებს დეზინფორმაციას ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია და ძირს უთხრის არჩევნებს? რატომ ავრცელებს ამერიკული ფულით ISFED-ი დეზინფორმაციას?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.