შალვა პაპუაშვილი – პარტიების აკრძალვისა და არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ წესში არაფერი იცვლება – ეს წესი უკვე წლებია მოქმედებს და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სურდათ მისი გამოყენება

რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, არაკონსტიტუციურად გამოცხადებას – არაფერი ამ წესში არ იცვლება – ეს წესი უკვე წლებია მოქმედებს და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სურდათ ამ წესის გამოყენება , -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა
მისი თქმით, ერთადერთი, რაც ახლა ამ წესს ემატება არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება, მის წევრებს არ მიეცეთ საშუალება, გვერდი აუარონ სისტემას და იგივე შინაარსის გაერთიანებას უბრალოდ სხვა სახელი დაარქვან, გამოცვალონ აბრევიატურები ოფისში და გააგრძელონ ჩვეულებრივად ფუნქციონირება.
„უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, არაკონსტიტუციურად გამოცხადებას – არაფერი ამ წესში არ იცვლება. ეს წესი უკვე წლებია მოქმედებს და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სურდათ ამ წესის გამოყენება.
შეგახსენებთ, ყოფილი სახალხო დამცველი, ქალბატონი ნინო ლომჯარიას გამზადებული ჰქონდა სარჩელი ერთ-ერთ პარტიასთან დაკავშირებით. ანუ ეს ის წესი და პროცედურაა, რომელიც წლებია მოქმედებს. ერთადერთი, რაც ახლა ემატება არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არ მიცვეთ მის წევრებს საშუალება, რომ გვერდი აუარონ სისტემას და იგივე შინაარსის გაერთიანებას უბრალოდ სხვა სახელი დაარქვან, გამოცვალონ აბრევიატურები ოფისში და გააგრძელონ ჩვეულებრივად ფუნქციონირება.
თუკი იქნება პოლიტიკური პარტია, რომელსაც ფაშისტური იდეოლოგია აქვს და ეს ჩაითვლება არაკონსტიტუციურად, შემდეგ იგივე ხალხი, იგივე მიზნებით, იგივე ოფისში გამოვლენ და აბრას გამოცვლიან და ნაცვლად ერთი პარტიის სახელისა, დააწერენ მეორე პარტიას, ეს ხომ ვხვდებით, რომ არის სისტემისთვის გვერდის ავლა. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არის ამის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ არ მივცეთ ასეთ არაკონსტიტუციურ პარტიებს საშუალება, რომ გვერდი აუარონ შემდეგ კანონმდებლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება