შალვა პაპუაშვილი – პარლამენტი და ხელისუფლება 9 რეკომენდაციაზეც ისევე კეთილსინდისიერად და წარმატებით იმუშავებს, როგორც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით იმუშავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციაზე საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ზუსტად ისევე კეთილსინდისიერად და წარმატებით იმუშავებს, როგორც იმუშავა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით.
„მალე დავაინფიცირებთ ზოგიერთ საკითხს, რომელიც გაწერილია ამ სამუშაო გეგმაში საკანონმდებლო ცვლილების სახით. ამ პროცესში ოპოზიციას, რა თქმა უნდა, შეუძლია მონაწილეობა და დახმარება საქართველოს ხელისუფლების, ამიტომ, თუკი ვინმეს სურს კონსტრუქციული თანამონაწილეობა და სურს, რომ დაგვეხმაროს 9 რეკომენდაციის შესრულებაში, რა თქმა უნდა, მათთვის კარი ღიაა“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, სამუშაო გეგმა მომზადდა უწყებათაშორისი კომისიის მიერ, სადაც სრულად იყო ჩართული, როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის, სასამართლოს და სხვა უწყებების წარმომადგენლობა.
პაპუაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმა მთავრობამ ევროკომისიას გაუგზავნა, მათთან არის კომუნიკაცია და საბოლოო ჯამში, ამ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გეგმის ყველა ნაწილი გასაჯაროვდება. ამასთან, აღნიშნა, რომ განწყობა აქვთ ოპტიმისტური იმ მხრივ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური.
„რაც შეეხება უნგრეთის მხარდაჭერას, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ უნგრეთი მხარს დაგვიჭერს. ამაზე პირდაპირ განაცხადა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე პარლამენტის თავმჯდომარემ“, – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად