შალვა პაპუაშვილი – პარლამენტში აკრედიტაციის სისტემის შემოღების შემდეგ, ჟურნალისტების მხრიდან 23 000-მდე შემოსვლა განხორციელდა, საიდანაც მხოლოდ 14 შემთხვევაში მოხდა აკრედიტაციის დროებით შეჩერება – ეუთოს წარმომადგენელმა ცილისმწამებლურ კამპანიაზე გააკეთა კრიტიკული განცხადება

მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოღებული იქნა აკრედიტაციის სისტემა, ჟურნალისტების მხრიდან 23 000-მდე შემოსვლა განხორციელდა. 23 ათასი შემოსვლიდან, მხოლოდ, 14 შემთხვევაში მოხდა აკრედიტაციის დროებით შეჩერება, აქედან 9 შემთხვევა იყო 2023 წელს და 5 შემთხვევა 2024 წელს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის სისტემასთან დაკავშირებით, ეუთო-ს მედიის თავისუფლების წარმომადგენელს, ტერეზა რიბეიროს კრიტიკული გამოხმაურება ჰქონდა, რაც გამოწვეული იყო იმ დეზინფორმაციის კამპანიით, რომელიც აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით წარმოებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპული ფონდებიდან.
„გუშინ გამოვეხმაურე ეუთო-ს მედიის თავისუფლების წარმომადგენელს ქალბატონ ტერეზა რიბეირო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰოდაა განცხადება პარლამენტში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამ ფაქტს კრიტიკულად გამოეხმაურა. საქმე იმაშია, რომ მისი გამოხმაურება გამოწვეული იყო იმ დეზინფორმაციის კამპანიით, რომელიც აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით წარმოებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპული ფონდებიდან. სწორედ ეს ცილისმწამებლური კაპანია პარლამენტის მიმართ გახდა საფუძველი იმისა, რომ ეუთოს წარმომადგენელმაც კი ამ ცილისმწამებლურ კამპანიაზე გააკეთა კრიტიკული განცხადება, რაც სიმართლეს იყო აცდენილი.
აკრედიტაციის სისტემა 2023 წლის მარტიდან არსებობს. აკრედიტაციის სისტემის შემოღებით ყველა ჟურნალისტს აქვს საშუალება 1-წლიანი აკრედიტაციის, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შემოსვლის საშუალება აქვთ, მუშაობენ ისე, როგორც სურთ. ყველა აკრედიტაციის სისტემას აქვს თავისი წესები. არის 3 მარტივი წესი: ჩართული კამერით არ შევიდეს სხვის კაბინეტში; არ იყოს ტელეფონებიდან და თუ დოკუმენტებიდან გადაღების იმისათვის, რომ არ მოხდეს სახელმწიფო თუ პერსონალური ინფორმაციის აღბეჭდვა და თუკი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუს გაგრძელება, ეს ინტერვიუ უნდა დამთავრდეს და არ უნდა იყოს კორიდორებში დევნა.
მას შემდეგ, რაც შემოღებული იქნა აკრედიტაციის სისტემა, ჟურნალისტების მხრიდან 23 000-მდე შემოსვლა განხორციელდა. 23 ათასი შემოსვლიდან, მხოლოდ 14 შემთხვევაში მოხდა აკრედიტაციის დროებით შეჩერება, აქედან 9 შემთხვევა იყო 2023 წელს და 5 შემთხვევა 2024 წელს. საერთო შემოსვლებიდან 14 შეზღუდვა წარმოადგენს 0,006%-ს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის პასუხისმგებლობაც არის გამოიკვლიოს ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია.
„როგორც დეზინფორმაციის გავრცელებაში, ისე პოლარიზაციის გაღრმავებაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან ნაწილობრივ ფინანსდებიან, ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პასუხისმგებლობაც არის ამ, რომ გამოიკვლიოს და სადაც ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას, პოლარიზაციას აღრმავებენ, ჰქონდეს რეაქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ