შალვა პაპუაშვილი – პარლამენტს არ აქვს მიზეზი, რომ მესამე მოსმენით არ განიხილოს და არ მიიღოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი

პარლამენტს არ აქვს მიზეზი, რომ მესამე მოსმენით არ განიხილოს და არ მიიღოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად პოლიტიკური განცხადებები ისმოდა.
„ჩვენ როგორც კომიტეტზე, ისე პლენარულ სხდომაზე მოვუწოდებდით ოპოზიციას არგუმენტირებულ მსჯელობაში შემოსულიყვნენ, თუმცა, გვესმოდა პოლიტიკური განცხადებები, წინასწარ დაწერილი პოლიტიკური შეფასებები. ნაცვლად მსჯელობისა, მსჯელობის დახურვა იყო. ჩანს, რომ არგუმენტი არ არსებობს, აქედან გამომდინარე, პარლამენტს არ აქვს მიზეზი რომ მესამე მოსმენით არ განიხილოს და არ მიიღოს ეს კანონი“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.