შალვა პაპუაშვილი პარლამენტს ანგარიშით მიმართავს

საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს. დეპუტატებთან ერთად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება მთავრობა პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. პლენარულ სხდომაზე მოწვეული არიან თბილისის მერი , აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. სხდომას ესწრებიან უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები, ასევე დიპლომატები.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ფარგლებში, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც თავმჯდომარე წარადგენს.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ დისკუსია კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები.

ასევე დაგაინტერესებთ