შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის სახელით, მწუხარებას გამოვხატავ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო, ის იყო გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი დამარცხებული ავტორიტარიზმის მძიმე წლებში

ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისთვისაც მისი ცხოვრება და ბრძოლის გზა მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო.
ის, თითქმის სამი ათწლეული, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო. იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი და გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი დამარცხებული ავტორიტარიზმის ყველაზე მძიმე წლებში.
საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის სიძლიერესა და უკეთეს მომავალს დაუთმო.
ვუსამძიმრებ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისთვისაც მისი ცხოვრება და ბრძოლის გზა მნიშვნელოვანი იყო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!