შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში – გაიხსენეთ მისი გამოსვლები, აქცენტები, ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით

პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, „ცხადად იყო ჩართული“ ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „არავის მიუცია დიპლომატებისთვის უფლება, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩაერიონ“.
„თუკი ვინმეს არ სჯერა ჩვენი, შეუძლია ისევ იმ ევროპელებს დაუჯეროს. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, გერმანიაში, ს წინ, როდესაც ილონ მასკი აკეთებდა განცხადებას პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ კანცლერის დონეზეც ყველა გამოეხმაურა. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში და შიდა პოლიტიკაში ჩარევა ილონ მასკის მხრიდან, რომელიც საჯარო პირია და ბევრ საკითხზე ისედაც საუბრობდა ხოლმე მანამდეც. ზუსტად იგივე გერმანული პოლიტიკური ჯგუფები ხომ უფრო უარესი მეთოდებით ერეოდნენ საქართველოს საარჩევნო ბატალიებში და საქართველოს შიდა პოლიტიკაში? ასეთი ბევრი ვნახეთ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. გერმანიას თუ ავიღებთ, მაგალითად, მიხაილ როთი ან ვიოლა ფონ კრამონი, რომლებიც პირდაპირ ოპოზიციის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება დიპლომატებს, პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო კამპანიაში. გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მისი აქცენტები. ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით. ის ცხადად იყო ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე, პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ვენის კონვენცია გულისხმობს იმას, რომ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა.
მან ელჩებს მოუწოდა, საკუთარ დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ.
„ვინმე კლასის დამრიგებლად არის ახლა დანიშნული, რომ ყოველ დღე ჩაგვერიოს? ევროკავშირი ჩვენს პროგრესს შესაბამისი დოკუმენტებით აფასებს, მათ შორის, ყოველი წლის ოქტომბერს ქვეყნდება ასეთი დოკუმენტები, რომელიც კანდიდატი ქვეყნების პროგრესს აფასებენ. ახლა ოქტომბერს გამოქვეყნდა ასეთი დოკუმენტი, რომელშიც ჩვენ ერთი ფაქტორის გარდა, თითქმის ყველა ფაქტორში პროგრესი გვქონდა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის თაობაზე ჩეხეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „სააკაშვილის მეგობრებისგან შენიშვნის ერთ სიტყვასაც კი არ მივიღებთ, ერთადერთი, რასაც სააკაშვილის მეგობრებისგან ველით, არის ბოდიში ქართველი ხალხის მიმართ, სხვა დანარჩენი უინტერესოა“.
გარდა ამისა, პაპუაშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის, სთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი პირადი მოხმარებისთვის დახარჯა, მათ შორის, „კოსმეტიკურ მომსახურებაზე, სტილისტზე, მზარეულზე, საკუთარი შვილის სწავლებაზე“.
მისი თქმით, „მთელი ამ სამი წლის განმავლობაში არც ბალტიელი პოლიტიკოსები, არც ფრანგები და არც პოლონელები არ გაჩერდნენ და სააკაშვილის გამო, არ დაგვასვენეს“.
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ელიტური კორუფციისა. ახლა ეს ყველაფერი ჩავსვათ კონტექსტში. სულ ახლახან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააკაშვილი მოიხსენია მოდერნიზატორად. ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი ეს სამი წელი, თუ რამდენი ხანიცაა, რაც ციხეში ზის, არ გაჩერდნენ, არც ბალტიელი პოლიტიკოსები, არც ფრანგები და არც პოლონელები, არ დაგვასვენეს, ხომ, სააკაშვილის გამო. ევროპარლამენტი კორუმპირებული ადამიანის გაშვებას ითხოვს, ეს რეზოლუციაში ჩაწერეს. ევროპარლამენტის კორუმპირებულობის ამაზე დიდი მხილება რა შეიძლება იყოს?! მთელი ამ ისტორიიდან ერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს საქართველოს საზოგადოებამ – ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მართლმსაჯულებას არავის ჭკუის სასწავლებელი არ აქვს. რამდენი ადამიანი იყო ჩართული FREE MISHA-ში?! ახლა მაინც არ რცხვენიათ, რომ კორუმპირებული, მოძალადე ადამიანის გაშვებას ითხოვდნენ?! და კიდევ აქეთ უნდათ, რომ ქართველ საზოგადოებას ჭკუა ასწავლონ. არაფერში მრჩევლად არ გამოდგნენ, რაშიც შეიძლებოდა, ადამიანს ჭკუა ეკითხა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოთხოვნილია საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სანქციების სამიზნე პირთა სიის გაზრდა