ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შალვა პაპუაშვილი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს, პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე