შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

„შალვა პაპუაშვილი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს, პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი არიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ანტიკორუფციული ბიურო მაღალი თანამდებობის ქონებრივ დეკლარაციას მალავს, რათა დაიმალოს „ქართული ოცნების“ შავი ფულის მოპოვების პროცესი, ჩინოვნიკების გამდიდრების უპრეცედენტო მაჩვენებლები და მასშტაბები

დავით მათიკაშვილი – ხელისუფლების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს – ძნელად წარმოსადგენია, რა საფუძველი და არგუმენტი უნდა მოიყვანონ საქართველოსადმი ანტაგონისტურად განწყობილმა ძალებმა