შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა

12-16 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროს ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ერიკ ნუსბაუმერს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ლიხტენშტაინის სამთავროში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრთან დენიელ რიხთან და ლიხტენშტაინის პარლამენტის პრეზიდენტთან ალბერტ ფრიკასთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და უმრავლესობის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.
ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია