შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის ადგილას საერთოდ მანდატებს დავტოვებდი – რუსეთი და მოსკოვიო გაიძახიან და საერთოდ რა უნდათ, ვისთან სხედან დარბაზში?!

ოპოზიციის ადგილას საერთოდ მანდატებს დავტოვებდი – როცა ადამიანი არაფერში არ ვარგა, ასე ეხეთქება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ხან სხდომათა დარბაზშია, ხან აქციაზე დადის, არც ერთგან ვარგა და არც მეორეგან ვარგა, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადონ.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არც ცოდნა აქვს, რომ დებატებში შევიდეს და არც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს, რომ მიტინგები ჩაატაროს.
„ეს ნახევრად გადაწყვეტილებები ამ ოპოზიციის, არ ვიცი, მათ ადგილას საერთოდ მანდატებს დავტოვებდი. და მოსკოვიო გაიძახიან, საერთოდ რა უნდათ, ვისთან სხედან დარბაზში?! არასერიოზული ხალხია, ამის თქმა მინდა. მათ არც დებატში შემოსვლა შეუძლიათ, არც მიტინგის ჩატარება შეუძლიათ. არც ერთში აქვთ უნარი და არც მეორეში აქვთ უნარი, ვინაიდან არც ცოდნა აქვთ საკმარისი, რომ კამათში შემოვიდნენ და არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ საკმარისი, რომ მიტინგები ატარონ, არ ვარგან არაფერში, ამიტომ, როცა ადამიანი არაფერში არ ვარგა, ასე ეხეთქება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ხან სხდომათა დარბაზშია, ხან აქციაზე დადის, არც ერთგან ვარგა და არც მეორეგან ვარგა და არც ერთში რომ არ ვარგან, ამიტომ აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან და ზუსტად ამიტომ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება