შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ორი არჩევანი აქვთ: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით საკუთარ თავს დაინგრევენ, ან არ იტყვიან უარს და ამით თავს დაიმცირებენ – 25 ნოემბერს ვნახავთ მათ სამარცხვინო უღირს სახეს

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ ღირსება არ აქვთ – აი, დადგება 25 ნოემბერი და ყველა ნახავს, მათ სამარცხვინო უღირს სახეს, მათ ქცევას, რომ საბოლოო ჯამში, ისინი განცხადებას არ დაწერენ. ასე, რომ დაველოდოთ… დაწერონ განცხადებები და მერე ნახავენ, რაც იქნება ჩვენი პასუხი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ს შეფასებით, ოპოზიცია მოქმედებს გარე დავალებებით, შესაბამისად, იქ „ჩვენ ღირსება არ უნდა ვეძებოთ“.
„მგონი, ოპოზიციას უკვე ეტყობა, რომ მათი საუბარი – მანდატებზე უარს იტყოდნენ, იყო თვალებში ნაცრის ისეთივე შეყრა, რასაც სხვა დროსაც ისედაც აკეთებენ. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ ისინი გამოსავალს ეძებენ, მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი როგორ გადადგან. საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი თავი ჩიხში დაინახეს. აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ ღირსება არ აქვთ. ღირსება იმიტომ არ აქვთ, რომ როდესაც ხარს უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში, აქ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა არის ღირსებაზე უარის თქმა. როდესაც დავალებებით, პატრონების მითითებებით მოქმედებს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ღირსება არ უნდა ვეძებოთ, ამიტომაც, როგორც ექნებათ დავალება ზუსტად ისე მოიქცევიან. შესაბამისად, მათთვის შინაგან დისკომფორტს სინამდვილეში არ იწვევს ის, რომ თავს დაიმცირებენ და როგორც თავადვე აქვთ შეფასებული, „პუფებად“ შემოვლენ პარლამენტში. ეს კადრები ყველამ აუცილებლად უნდა ნახოს, განსაკუთრებით მათმა ამომრჩეველმა, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე, რომ საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომლებიც მოქმედებენ უცხო პატრონების დავალებით და ამ ხალხს არაფერი ქართული საერთოდ არ აინტერესებთ, ყველა მათმა ამომრჩეველმა ეს კადრები უნდა ნახოს – როდესაც ისინი მანდატზე უარს არ იტყვიან. კიდევ ერთხელ აღმოჩნდება, თუ რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან დღეს, ოპოზიციაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებზე, 2020 წლის მსგავსად, უარს ახლაც არ იტყვის.
„კიდევ ერთხელ რომ განვმარტო პროცედურები, მათ არაერთხელ თქვეს, რომ რაღაც სპორტულ აფერისტობას ცდილობენ, თითქოს განცხადებები დაწერილი აქვთ და ეს განცხადებები ძალაში უნდა შევიდეს და ძალაში შესვლას ელოდება. მე საჯაროდაც წარმოვადგინე მათი 2020 წლის განცხადებები, რომელიც უფლებამოსილების ცნობის შემდეგ იყო დაწერილი. 2020 წელს პარლამენტის პირველი სხდომა იყო 11 დეკემბერს და მათი განცხადებები შემოვიდა, 16, 17, 18 დეკემბერს. ასე რომ ახლაც ნახავთ, დადგება 25 ნოემბერი, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დღის მეორე ნახევარში ყველა ნახავს, სინამდვილეში, ვინ არის ოპოზიცია და კიდევ ერთხელ გამოჩნდება მათი სახე, რომ ისინი მანდატებზე უარს არ იტყვიან – რა თქმა უნდა, განცხადებებს არ დაწერენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციიდან ყველამ საჯარო პირობა დადო, მათ შორის ქალბატონი სალომეს ჩართულობით, რომ ისინი მანდატებზე უარს იტყოდნენ, განცხადებებს დაწერდნენ. აი, დადგება 25 ნოემბერი და ყველა ნახავს, მათ სამარცხვინო უღირს სახეს, მათ ქცევას, რომ საბოლოო ჯამში, ისინი განცხადებას არ დაწერენ. ასე, რომ დაველოდოთ… დაწერონ განცხადებები და მერე ნახავენ, რაც იქნება ჩვენი პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.