შალვა პაპუაშვილი ონლაინ მედიაზე – ისინი არიან მიკროფონიანი NGO-ები, მიკროფონიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, არიან დაფინანსებული პროპაგანდისტები, რომელთა მიზანია ბრიუსელისთვის სასარგებლო ნარატივის დამკვიდრება

როდესაც საუბარია კონკრეტულ ე.წ. ონლაინ მედიებზე, ეს არის ერთ-ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედიაორგანიზაციები. სინამდვილეში ესენი არიან ჩვეულებრივი NGO-ები, რომლებსაც აქვთ ვებ-გვერდი, არიან მიკროფონიანი NGO-ები- ნუ იტყვიან, რომ არიან ჟურნალისტები! იმიტომ, რომ ჟურნალისტიკა გულისხმობს ამბების მიუკერძოებლად გაშუქებას და არა ამბების შექმნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ონლაინ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ონლაინმედიები არიან ბრიუსელის პროპაგანდისტები და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ისინი თავისი დაფინანსების წყაროს არ ასაჯაროებენ“.
„თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით, ესენი არიან ვებ-გვერდიანი NGO-ები, ვინაიდან არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი მათთვის არ არსებობს. ვხედავთ ჩვენ მათ ქმედებებსაც, არიან მიკროფონიანი NGO-ები. რით განასხვავებთ თქვენ „პუბლიკას“ „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“, რა არის მათ შორის სხვაობა? არაფერი სხვაობა არ არის მათ დამოკიდებულებაში, მათ სტანდარტებში, ერთადერთი ეს არის მიკროფონიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც უფრო მეტ ტექსტებს დებს თავის ვებ-გვერდზე, ვიდრე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ნუ იტყვიან, რომ არიან ჟურნალისტები! იმიტომ, რომ ჟურნალისტიკა გულისხმობს ამბების მიუკერძოებლად გაშუქებას და არა ამბების შექმნას.
ამიტომაც არ არიან მედია, რომ მალავენ თავის დაფინანსებას. ყველა ტელევიზია კომუნიკაციების კომისიაში ასაჯაროებს თავის დაფინანსებას, იმიტომ, რომ მაყურებელმა იცოდეს, რა დგას ამ მედიის უკან. გახსენით ნებისმიერი ე.წ. ონლაინ მედიების ვებ-გვერდი და ნახეთ ვინ აფინანსებს – მალავენ თავის დამფინანსებელს. რატომ მალავენ ? იმიტომ, რომ ეს არიან ჩვეულებრივი პროპაგანდისტები, ბრიუსელის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტები, რომლებიც ემსახურებიან მხოლოდ ბრიუსელისთვის სასარგებლო ნარატივის დამკვიდრებას. „რადიო თავისუფლება“ მედიაა? ის არის შექმნილი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ, სპეცსამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელსაც აფინანსებდა -ის ბიუჯეტი და დღევანდელმა ხელისუფლებამ შეუწყვიტა დაფინანსება, ვინაიდან თქვა, რომ ისინი არიან პროპაგანდის იარაღი. და ვინ აფინანსებს დღეს? ევროკავშირი აფინანსებს მას. გაჟონილი ინფორმაცია სად მიდის ხოლმე ? – „რადიო თავისუფლებაში“! როგორ ჟონავს მაინც და მაინც ამ ერთი მიმართულებით ევროკომისიიდან ინფორმაცია და სხვაგან არ ჟონავს? იმიტომ, რომ არის ბრიუსელის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული რუპორი. პროპაგანდისტს უნდა ეწოდოს პროპაგანდისტი, ჟურნალისტს უნდა ეწოდოს ჟურნალისტი. ვხედავთ ჩვენ, რომ არის მცდელობა, გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას, ის ბრიუსელი ცდილობს გვერდის ავლას, ჩვენ რომ გვეუბნება, გვერდი არ აუაროთ ს მიმართ ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებსო და შეზღუდვებსო და ჩვენს კანონმდებლობას გვერდი უნდა აუარონ თურმე. ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, ჩემოდნებით უნდა ატარონ ფული, კრიპტოვალუტები უნდა რიცხონ და ამხელა კრიმინალური ენერგიაა ჩადებული ამაში, რომ მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე, კანონის დარღვევაზე, გადასახადების დამალვაზე, სხვა სახის დანაშაულებზე. საქმე იმაშია, რომ ეს დონორები უბიძგებენ აქ არსებულ ორგანიზაციებს, რომ დაარღვიონ კანონი. ყველამ კეთილი ინებოს, ბრიუსელმაც, სტოკჰოლმმაც და სხვა დედაქალაქმაც, პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და შეეშვან აქ კრიპტოვალუტებით და ჩემოდნებით ფულის ტრიალს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ბრიუსელის დაფინანსებული მედიები საქართველოში ქსენოფობიასაც აღვივებენ“.
„მედია ქმნის ქსენოფობიურ ნარატივს და თანაც ქმნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა ჰქონდეს ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს, რომ ისინი ჩართულები არიან ქსენოფობიაში. იმ სენში, რომელიც ევროპამ 100 წლის წინ გადაიტანა და დღეს, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ქსენოფობია ევროკავშირის ფულით ტირაჟირდება საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.