შალვა პაპუაშვილი – ომიდან 2 წელში სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე ასტანის სამიტში მონაწილეობდნენ, სადაც ასევე მონაწილეობდა ლავროვი და პუტინი – ახლა საუბარი, რომ ერთ დარბაზში ოკუპანტთან ყოფნა არ შეიძლება, ფარისევლობაა

იმ პირობებში, როდესაც ომიდან 2 წელი იყო გასული, და გრიგოლ ვაშაძე ასტანის სამიტში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც ასევე მონაწილეობდა არა მხოლოდ ლავროვი, არამედ – ასე, რომ ახლა საუბარი ერთ დარბაზში და სივრცეში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება არის აბსოლუტური ფარისევლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე დასწრებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს არ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, არამედ, ისინი ყოველთვის მოქმედებდნენ სხვების კარნახით და არა ქართველი ხალხის.
გარდა ამისა, პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა ფორმატს იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები წარმოადგინოს.
„საერთო ჯამში, ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არ მოქმედებენ, არ ფიქრობენ და გადაწყვეტილებებს არ იღებენ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ, მათი მთავარი განმსაზღვრელი არის სხვების აყოლა. არ ფიქრობენ ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ფიქრობენ და ამოდიან სხვა ქვეყნების ინტერესებიდან და კარნახიდან.
რაც შეეხება ეუთო-ს სამიტს, 2010 წელს სამიტში მონაწილეობას იღებდნენ მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი. იმ პირობებში, როდესაც ომიდან 2 წელი იყო გასული და ასტანის სამიტში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც მონაწილეობას იღებდა არა მხოლოდ ლავროვი, არამედ, ვლადიმერ პუტინიც. ასე, რომ ახლა საუბარი ერთ დარბაზში და სივრცეში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება არის აბსოლუტური ფარისევლობა. თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია. მათთვის საქართველოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, არამედ 2022 წელს გაახსენდათ მათ, რომ საქართველო არის ოკუპირებული. მანამდე ყველას გვახსოვს რა იყო მათი პოლიტიკა. პოლიტიკა იყო – ვიზების გაუქმება, საზღვარზე რუსი ტურისტების შეგებება. პოლიტიკა იყო ის, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან მიმართებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა, ეს ერთადერთი ბერკეტი დათმეს. არ ვიცი, ვისი კარნახით, მაგრამ დათმეს, აბსოლუტურად გაანიავეს ის ბერკეტი, რაც მათ ჰქონდათ. „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, არამედ, ყოველთვის ისინი მოქმედებდნენ სხვების კარნახით და არა ქართველი ხალხის.
ისინი (ოპოზიციონერები) არიან ჩვეულებრივი ამყოლები, ნახეს, რომ რამდენიმე ბალტიის ქვეყანამ თქვა, რომ ისინი პროტესტის ნიშნად არ ჩავლენ, ასევე, მ თქვა, რომ „არ ჩავალ“ და ამაზე აყოლილებმა იფიქრეს არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, არამედ სხვების ეროვნულ ინტერესებზე. საერთო ჯამში გასაკვირი არ არის, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ახლა ისინი, რომ საქართველოს ინტერესებით არ მოქმედებენ და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გადასახედიდან უყურებს ამ საკითხს, ესეც არ არის გასაკვირი.
ჩვენ ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები წარმოვადგინოთ, საქართველოს ეროვნული ინტერესი არის უპირველეს ყოვლისა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა სხვა ქვეყნების მხრიდან და საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თემების დროს განიხილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება