– ო'ბრაიენს ვუთხარი, რომ თქვენი ელჩი გაგანია ომის დროს მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებისკენ, რაზეც მითხრა, რომ შეიძლება შეგვეშალა, ზედმეტები მოვითხოვეთო – სად არის პასუხისმგებლობა?

ჩვენ მეომრებს უნდა ეომა, სანქციები უნდა დაგვეწესებინა, ხოლო ლიტვას რუსეთში ღვინო უნდა გაეყიდა და ესტონეთს „ვისკი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლელი დიპლომატების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებისგან ომის დროს არაგონივრულ ნაბიჯებს ითხოვდა, რაზეც ქვეყანამ პასუხისმგებლობით უპასუხა.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ -ის ელჩი კელი დეგნანი ერთადერთი არ იყო, ვინც „გულუბრყვილოდ“ მოითხოვდა ს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტსაც იხსენებს:
„ქალბატონი დეგნანი არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ვინმეს თუ ჰგონია მიამიტურად ამბობდა, სანქციები დაუწესეთო, ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ან თავად არიან გულუბრყვილოები ან ჩვენ ვეგონეთ შტერები, რომ ამ გულუბრყვილობას დავიჯერებდით. გახსოვთ ანტირუსული ქსენოფობიური კამპანია, რომელშიც ზოგიერთი ელჩი იყო ჩართული.
ეს ხდებოდა 28 თებერვალს. გახსოვთ, 2 თვით ადრე 29 დეკემბერს ამირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ. ჩემთან რა საუბარი ჰქონდა ერთია და სხვაგან რა საუბარიც ჰქონდა იკითხონ სხვებთან და მიიღებენ უფრო მეტ პასუხს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ო'ბრაიენს ვუთხარი, რომელიც შარშან თბილისში იყო ჩამოსული – ეს არის სტრატეგიული პარტნიორის ქცევა? თქვენი ელჩი გაგანია ომის დროს ამას მოგვიწოდებდა, ეს არის გონივრული დამოკიდებულება, რომ ჩვენგან მოითხოვოთ რუსეთთან ესკალაცია? ამაზე მითხრა – შეიძლება იმ დროს შეგვეშალაო, რადგან ზედმეტები მოვითხოვეთო. ამაზე ჩემი პასუხი იყო ის, რომ – თქვენ რომ შეგეშალათ და ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ამ შეშლაზე („დავიჯერეთ“, რომ შეგეშალათ) დღეს აქ ვისი ტანკი იდგებოდა ან საერთოდ რა იქნებოდა ამ ქვეყნისგან დარჩენილი, არავინ იცის – მეთქი. სად არის პასუხისმგებლობა?“,- აცხადებს .
პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამ ვითარებაში გამოჩნდა ქართველი საზოგადოების სიბრძნე და პასუხისმგებლობა, რადგან ქვეყანა არ აჰყვა „საყოველთაო ყიჟინას“, რომელიც საქართველოს „რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევას მოითხოვდა“.
„ვისაც ჩვენ გულუბრყვილოები ვეგონეთ და ეგონათ რომ ავყვებოდით საყოველთაო ყიჟინას, ზუსტად ამაში გამოიჩინა ქართველმა ხალხმა სიბრძნე. ხელისუფლება ქართველ ხალხს ვეყრდნობოდით და არა იმ მრუდე ქართველებს, რომლებიც მაშინაც 2022 წლის თებერვალ-მარტში რუსთაველზე იდგენენ და ამბობდნენ სანქციები დააწესეთ, მეომრები გაუშვით ში. ჩვენ მეომრებს უნდა ეომა, სანქციები უნდა დაგვეწესებინა, ხოლო ლიტვას რუსეთში ღვინო უნდა გაეყიდა და ესტონეთს „ვისკი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.