შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ ბილბორდებზე მათივე საწინააღმდეგო ბანერების გადაკვრაზე – კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ

კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ასეთ ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტი, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებზე, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის ქართველების პასუხი „უსამშობლოების“ მიმართ, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობა მტრად გამოაცხადა.
„ეს, როგორც ჩანს, არის ქართველების პასუხი იმ უსამშობლოების მიმართ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოაცხადეს მტრად. ამას აკეთებდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია, ამას აკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მედია, „რადიო თავისუფლება“, რომელიც ავრცელებდა ამ მართლაც ფაშისტურ მოწოდებებს, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოაცხადონ მტრად. ამაზე მეტი ფაშიზმი სხვა რაღაა, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებ მტრად. ანუ მას აცხადებ შურისძიების, ძალადობის, ბულინგის, ზეწოლის სამიზნედ და ამას ავრცელებენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან . რა თქმა უნდა, მოსახლეობის უმრავლესობას როდესაც მტრად გამოაცხადებს რამდენიმე უსამშობლო ჯგუფი, ამაზე მოსახლეობას რომ ექნება რეაგირება, ვხედავთ და სავარაუდოდ, ასეც არის. კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ასეთ ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს.
ბანერებზე გაკეთებულია წარწერა: „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“ .

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ახლა კი წავალ და იმ ადამიანებს შევუერთდები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება

გია ვოლსკი: ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას