შალვა პაპუაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო სექტორში აკეთებს იგივეს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა – აგროვებდა ინტიმური შინაარსის კადრებს მომხრეებზეც და ოპონენტებზეც და შემდეგ შანტაჟისთვის იყენებდა

ეს არის არასამთავრობო სექტორში გადაბარგებული „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითი, რაზეც სხვა დროსაც ვსაუბრობდით, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლომდე ჩაეძიოს ამ ფაქტს.
“ნაციონალური მოძრაობა” რაც ხალხმა ჩამოაცილა ხელისუფლებას, გადაბარგდა არასამთავრობო სექტორში. ეს ადამიანი ვნახეთ, რომ იყო ამ აქციების ერთ-ერთი ლიდერი. “ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო სექტორში აკეთებს იგივეს, რასაც აკეთებდა, როცა იყო ხელისუფლებაში – აგროვებდა ინტიმური შინაარსის კადრებს ყველაზე – მომხრეებზეც და ოპონენტებზეც, ქართველებზეც და უცხოელებზეც და შემდეგ იყენებდა ამას შანტაჟისთვის, მისთვის სასურველი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისთვის. ახლა გადაბარგდნენ არასამთავრობო სექტორში და, როგორც ხედავთ, აქაც იგივე მეთოდებით მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ასობით ადამიანი ჰყავთ ასე ჩაწერილი – ქართველიც და უცხოელიც, ცნობილიც და უცნობიც. ფაქტია, რომ ეს არ იყო ვიღაცის პირადი გეგმა და დიდი ეჭვია, რომ ამის უკან დგანან გარკვეული დამკვეთები ან გარკვეული ინტერესები.
ფაქტია, რომ ეს არის მოქმედება სპეცსამსახურების სტილში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, იქ ცნობადი ადამიანებიც არიან. როგორც ჩანს, შესაძლოა სწორედ შანტაჟისთვის გამოყენება ხდებოდა ამ კადრების. ესეც ძალიან მძიმე შემთხვევაა, როდესაც ასეთი ეჭვები ჩნდება შემდეგ საზოგადოებაში, რომ ვიღაც ადამიანების მანიპულირება ხდებოდა ასეთი სპეცსამსახურების მეთოდებით. ყველა დეტალი უნდა გაირკვეს და ვინ არიან დამკვეთები, რა დგას ამ ყველაფრის უკან და ვისი დაკვეთა იყო ქართველების და უცხოელების ჩაწერა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ