შალვა პაპუაშვილი – ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს გამოექვეყნებინა პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა, დადეს გაუგებარი პოსტი, ისეთ აღქმას ტოვებს, რომ სურვილი იყო დაჩრდილულიყო ტრამპის პოზიტიური გზავნილები – გასაკვირია, რომ საელჩო არ ასაჯაროებს წერილს

როგორ წარმოუდგენიათ შეხვედრის შეთავაზება იმ პირობებში, როცა წინა ადმინისტრაციამ უსამართლოდ დაუწესა ბიძინა ივანიშვილს სანქციები?! რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს შეხვედრას შანტაჟის ქვეშ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოში -ის საელჩოს განცხადებასა და მასზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს პასუხს გამოეხმაურა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს წერილი აღქმას ტოვებს, რომ სურდათ პრეზიდენტ ს საქართველოს პრეზიდენტისადმი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მილოცვა დაჩრდილულიყო.
„დასაფასებელია პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. მნიშვნელოვანია შინაარსი და გზავნილები, რომელიც ამ მილოცვაში იყო. ამ წერილში არის აღიარება და ხაზგასმა, რომ აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის მნიშვნელოვანია ინტენსიური თანამშრომლობა და ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობასაც აქვს მნიშვნელობა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. თავის დროზე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არსებობდა, ხორცშესხმული არ იყო. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობისგან მოველოდით იმას, რომ ეს ხელს შეუწყობდა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვას, თავისუფალ ვაჭრობას. ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, დღეს პრეზიდენტ ტრამპს აქვს გამოცხადებული მთავარ საგარეო ეკონომიკურ ამოცანებად.
ამ წერილიდან მეორე დღეს, ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს გამოექვეყნებინა პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა, დადეს გაუგებარი პოსტი, რომელიც ეძღვნება „ქართულ ოცნებას“. ისეთ აღქმას ტოვებს, რომ სურვილი იყო დაჩრდილულიყო პრეზიდენტ ტრამპის პოზიტიური გზავნილები. გასაკვირია, რომ დღემდე საელჩო არ ასაჯაროებს წერილს და ეს მისი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ ხდება. ცოტა გასაკვირია, რომ საელჩო, რომელიც პრეზიდენტს უნდა წარმოადგენდეს, პრეზიდენტის წერილს არ დებს საკუთარ გვერდზე.
რაც შეეხება პასუხს, ამ მიდგომაში ახალი არაფერია. ეს პასუხი თავის დროზე მიღებულ აქვს წინა ელჩსაც და მგონი ზუსტად ეს არის დასტური იმ თანმიმდევრულობისა, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლებასა და პარტია „ქართულ ოცნებას“. ამას ემატება მეორე ფაქტორიც, როგორ წარმოუდგენიათ შეხვედრის შეთავაზება იმ პირობებში, როცა წინა ადმინისტრაციამ უსამართლოდ დაუწესა ბიძინა ივანიშვილს სანქციები?! რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს შეხვედრას შანტაჟის ქვეშ. ნებისმიერმა გარედან დამკვირვებელმა შესაძლოა ეს იფიქროს, როცა მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილთან უნდოდა შეხვედრა და არა მის უშუალო საკონტაქტო პირებთან: საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან თუ სხვა თანამდებობის პირთან.
ეს სანქციები თავის დროზე დაწესებულია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, რომლის წინააღმდეგაც დღეს კონგრესში მიმდინარეობს გამოძიება. პრეზიდენტი ტრამპიც ამის ერთ-ერთი თანაინიციატორია თუ რამდენად მენტალურად იაზრებდა პრეზიდენტი ბაიდენი იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებდა. როცა ასეთი რაღაცების აღიარება ხდება, რა გამოდის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა საკუთარი გაუაზრებელი ქცევით გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები, თავად იღებდა გადაწყვეტილებებს თუ არა?! ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გულახდილი ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ ხალხთან და აშშ-სთან. ყველაფერი დევს მაგიდაზე. შეიძლება „ზოგი ჭირი მარგებელია“. ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, ამან შეიძლება სარგებელიც მოიტანოს. ის არაქმედითი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ფურცელზე არსებობდა, ახლა იძლევა შესაძლებლობას, რომ ხელახლა დავსხდეთ და შევთანხმდეთ იმ ურთიერთობაზე, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ამერიკელი, ისე ქართველი ხალხისთვის“,-განაცხადა პაპუაშვილმა.