შალვა პაპუაშვილი ნატო-ში წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში აშშ-ის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთის და სხვა წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ს მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, რეგიონული თანამშრომლობა, საქართველოს დემოკრატიული რეფორმები, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები.
„ვიზიტის ფარგლებში ხვალ დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანასთან. ხვალვე, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი შედიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს