შალვა პაპუაშვილი – ნატო-ს წევრობა პოლიტიკური საკითხია, რომელსაც თავისი დრო და კონტექსტი აქვს – მთავარია, ჩვენი მისწრაფება არის ნათელი და ამას სჭირდება ნატო-ს მხრიდან პასუხი

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი. შეხვედრა გვქონდა ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, საქართველოს მისწრაფებებზე ნატო-ს წევრობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფება.
“კიდევ ერთხელ გვაქვს მხარდაჭერა ნატო-სგან დაახლოების მხრივ. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს ამ რთულ პერიოდში. მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, რომ გამოწვევებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოს უსაფრთხოება და, ამავე დროს, სოლიდარული იყოს უკრაინის მიმართ. მათ შორის, სანქციების გვერდის ავლის თავიდან არიდების საკითხებზე გვქონდა საუბარი და სრული მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან. საქართველო ნატო-ს გამორჩეული პარტნიორია. სხვადასხვა ფორმატებით ხორციელდება თანამშრომლობა და დახმარება, რაც ასე გაგრძელდება. რაც შეეხება წევრობას, გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომელსაც თავისი დრო და კონტექსტი სჭირდება. მთავარია, რომ ჩვენი მისწრაფება არის ნათელი და ამას სჭირდება პასუხი ნატო-ს მხრიდან, რომ მოხდეს უფრო მეტი ინტეგრაცია,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ნატოს კეთილსინდისიერი პარტნიორია.
,,ჩვენი კონტრიბუცია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ნათელია. წლების განმავლობაში, საქართველო კეთილსინდისიერი პარტნიორია ნატი-სა და მისი წევრო ქვეყნების მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარი კონტინენტის მონაწილეობით. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საქართველოში, ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს არის ასევე უსაფრთხოების გარანტია ნატო-სა და ევროკავშირისთვის, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი გზები თუ მილსადენები გადის, რაც იმას უზრუნველყოს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ესა თუ ის საქონელი თუ მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტირება. ამიტომ, საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება ნიშნავს ევროკავშირისთვის უსაფრთხოების შენარჩუნებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ