– ნარკოლოგიური შემოწმება ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – არ ვიცი, ჩააბარეს თუ არა ნარკოტესტი ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ

ეს [ნარკოლოგიური შემოწმება] ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – სხვათა შორის არ ვიცი, ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ, მათ თუ ჩააბარეს ნარკოტესტი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“.
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებენ ან მუშაობენ, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოშემოწმება გაიარონ.
„ეს ყველა დეპუტატს გავლილი აქვს. როგორც იცით, კანონმდებლობით არის ეს მოთხოვნა. სხვათა შორის არ ვიცი, ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ, მათ თუ ჩააბარეს ნარკოტესტი, ვინაიდან ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებაა.
ჩვენი კანონმდებლობით, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებს ან მუშაობს, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოტესტი გაიაროს. როცა ადამიანი იწყებს მუშაობას საჯარო სამსახურში ან თუნდაც პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ტესტი უარყოფითი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ