– ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით – ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს

ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომბრის იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს განმსაზღვრელი მომენტი.
როგორც ის აღნიშნავს, როგორც პროცესმა აჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება, სამშობლოს მტრები და დამაქცევრები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გაჰყვნენ.
„ჩვენ, ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ, საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის, გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ.
ამ ძალებმა, ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად განგვიცხადეს, რომ უკეთ იციან, რა სჯობს საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის, რა გვაქვს სამეცადინო და ჩასაბარებელი, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და სად არის ჩვენი ადგილი. სამიათასწლოვან სახელმწიფოს სიბრძნე და გონიერება დაგვიწუნეს და უფსკრულის პირისკენ გვიბიძგეს. სწორედ ესაა ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ჯიუტად და უხეშად გვახვევენ თავს.
როდესაც საშიშროებასა და რისკებზე ვლაპარაკობდით, ზოგს არ სჯეროდა, რომ ამგვარი ძალები მართლაც არსებობდნენ. უმცირესობაში მყოფმა სკეპტიკოსებმა დაქსაქსულ ოპოზიციას მხარი დაუჭირა. მყარად მდგომმა უმრავლესობამ კი „ქართული ოცნება“ და სამშობლოს ეროვნული ინტერესები აირჩია.
26 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, სამართლიანი ს სრულიად უსაფუძვლოდ გაყალბებულად გამოცხადებამ, საპროტესტო ტალღის მორიგ ჯერზე ხელოვნურად აგორებამ, მარიონეტი ოპოზიციონერების მიერ ბოიკოტის გამოცხადებამ და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟმა ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის შეცდომაში დაარწმუნა. ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს. როგორც შემდგომმა პროცესმა გვაჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება, სამშობლოს მტრები და დამაქცევრები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გაჰყვნენ,”- წერს პაპუაშვილი.