შალვა პაპუაშვილი – მტერმაც და მოყვარემაც კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა პოლიტიკურ არსენალს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ძალაუფლება ხელში ჩაეგდო

მტერმაც და მოყვარემაც კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის სახით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ძალაუფლება ხელში ჩაეგდო,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა, რომ მმართველი პარტიისთვის პრორუსულობა დაებრალებინა.
„კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, მტერმაც და მოყვარემაც კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის სახით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს, ალბათ, უხვად გვექნება, მინდა საზოგადოებას დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია გავაცნო. დაე, ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს იმავე გამოწვევების წინაშე არ დავდგეთ. დეზინფორმაცია ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა. წლების განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა, მმართველი პარტიისთვის პრორუსულობა დაებრალებინა. ეს მცდელობა ვლინდებოდა შიდა პოლიტიკურ პროპაგანდაში, გვესმოდა ოპოზიციასთან შეხმატკბილებული უცხოელი აქტორებისგან, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა, არათუ ფაქტებით, არამედ ოდნავ მაინც გამართული ლოგიკით აეხსნა, რატომ ესხმის თავს ოპოზიცია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იყო და არის სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ოპოზიციის მხრიდან ს საკითხით სპეკულირება ეროვნული ინტერესების გაცნობიერებული ღალატით შეიძლება აიხსნას“.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!