ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ახლა უკვე ევროკავშირში არასდროს შესული შვეიცარია აღელდა ევროინტეგრაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს , კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
„მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს.
ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კი ნამდვილად უნდა მიხვდე კაცი, რომ გეოპოლიტიკურად აღრეულ დროებაში ცხოვრობ“, – წერს ის.




