შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს

მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს, – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მიმდინარე კვირის პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილებას.
როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიცია პოლიტიკურ ბოიკოტს არდადეგებისთვის იყენებს.
“ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას სამსახურში სიარული ეზარება და ამიტომ დაწეროს, რომ არ მოდის, ან ვიღაც არ მოსწონს ან რაღაც არ მოსწონს ან ცუდ ხასიათზეა ან რაღაც პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს